დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პოეზიის გამავრცელებელ საერთაშორისო კამპანიას შეუერთდნენ 
08-05-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო ორგანიზაციის - Glory future Organization პროექტს შეუერთდნენ.

Glory future Organization - არის ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს ბავშვებს აერთიანებს და პოეზიის გამავრცელებელ საერთაშორისო კამპანიას უძღვება. ბავშვები კითხულობენ სხვადასხვა პოეტის ლექსებს და ასე ავრცელებენ პოეზიას მთელს მსოფლიოში. კამპანიის მიზანია მოსწავლეებს წიგნისადმი სიყვარული შთააგონოს და ითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმაროს. 

კამპანიის ფარგლებში, მოსწავლე ნუგო ბეჭვაიამ ლექსი - „ბავშვები რომლებიც მართავენ სამყაროს“ წაიკითხა, რომელიც ითარგმნა შესაბამის ენაზე. მას სხვა მოწაფეებიც აქტიურად შეუერთდნენ. პროექტში, თავიანთი სურვილისამებრ, მე-6 -დან მე-10 კლასების ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ. აქტივობაში მონაწილე მოსწავლეებს წაკითხული ლექსების ავტორებიც გამოეხმაურნენ და მათ მადლობა გადაუხადეს.

„ჩემი აზრით, ყველაზე მეტი სარგებელი ამ კამპანიამ იმ მიმართულებით მოგვიტანა, რომ ბავშვებმა ბევრჯერ წაიკითხეს ლექსები, იმუშავეს ინტონაციასა და სიტყვების სწორად გამოთქმაზე“, - გვეუბნება უცხო ენების წამყვანი მასწავლებელი იზო დანელია, რომელიც პროექტს სკოლაში ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან და შესაძლებლობა მიეცემათ, დებატების კონკურსებსა და კულტურულ პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:












 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203