
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ეუფლებიან. ისინი ცოდნას, სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში შესანიშნავად ავლენენ.
ამჯერად, მოსწავლეები ჭადარკის სასკოლო ოლიმპიადაში „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ მონაწილეობდნენ წარმატებით.
საქართველოს სასკოლო ოლიმპიადა ჭადრაკში „ნონა გაფრინდაშვილის თასი ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, სადაც ქვედა ცაგერის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა და რეგიონულ ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება დაიმსახურა.
„გილოცავთ, ჩვენო ყოჩაღებო: ბარბარე, იოანე, საბა, სანდრო! ვულოცავ თქვენს ჭკვიან, მოტივირებულ მასწავლებელ ნანა შკუბულიანს. მუდამ წარმატების გზებით გევლოთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.