
აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას მოსწავლეები საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ.
მათ შორის, მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი მოწოდებებით პლაკატები შექმნეს და აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: