ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლისა და მოსწავლეთა საინტერესო გასვლითი აქტივობა
08-05-2024
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო, მათ შორის, გასვლითი აქტივობა იმართება. 

ამჯერად, ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი - ზოია მოლაშხია თავის მოსწავლეებთან ერთად, წალენჯიხის ამერიკულ თაროს ესტუმრა. მან კლუბ Improve your English-ის მონაწილეებს საინტერესო,შემეცნებითი აქტივობები შესთავაზა.

მათ მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ ზოია მოლაშხია მოსწავლეთა განვითარებაზე, მათ წარმატებულ მომავალსა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს. ის სასწავლო პროცესს საინტერესო აქტივობებით ამრავალფეროვნებს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203