წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა დღესასწაულსა თუ ტრადიციაზე ინფორმაციას აწვდიან.
ამჯერად, მათ მასწავლებლები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, შემდეგ კი, სიმბოლურად, სააღდგომო დეკორაცია დაამზადეს.
მოსწავლეები ყველა აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, საინტერესოდ ისაუბრეს, ცოდნა გაიღრმავეს და თემატური ნახატებიც დახატეს.
აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო განწყობას საზეიმოდ მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები: