წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გარემოსდაცვითი აქტივობები
08-05-2024
წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თემატური აქტივობები მოეწყო. 

მათ მიმდინარეობაში ყველა აქტიურად ჩაერთო. მოსწავლეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ გარემოს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი დაცვა და რა როლი აქვთ ამ საქმეში ადამიანებს. 

მათ თემატური ნახატებიც შექმნეს და დრო ნაყოფიერად და საინტესოდ გაატარეს. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203