„დედამიწა ჩვენი სახლია! ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ!“ - დიდი ჭყონის N2 სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
08-05-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლა გარემოსდაცვით აქტივობებსა და ღონისძიებებს აქტიურად უერთდება.

მათ შორის იყო დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც სკოლაში საინტერესო აქტივობები მიეძღვნა.

მოსწავლეებმა თემატური პლაკატი შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. პლაკატი ლამაზად გააფორმეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა.

აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

მოსწავლეთა გზავნილი იყო: „დედამიწა ჩვენი სახლია!“ „ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ!“.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203