ჩანახჩის საჯარო სკოლაში ფილმის ჩვენება მოეწყო
08-05-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარებისა და საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, ფილმის „საოცრება“ ჩვენება მოეწყო. აქტივობის ორგანიზატორი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ანა ხომერიკი გახლდათ.

ფილმის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს შთაბეჭდილებებზე, დაახასიათეს ფილმის პერსონაჟები, ისაუბრეს იმის შესახებ თუ რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ ფილმში.

„აღსანიშნავია, რომ მე-8 კლასელი ლიანა ავეტისიანი ფილმის ჩვენების დროს ძალიან სწორ და საჭირო კომენტარებს აკეთებდა, რათა უკეთ გაეგოთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ფილმის შინაარსი“, - გვიყვებიან სკოლაში. 

ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს, რომ სკოლაში კინოჩვენება ხშირად გაიმართოს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და მსჯელობის უნარების განვითარებას უწყობს ხელს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203