ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი სააღდომო ღონისძიება 
08-05-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული შთამბეჭდავად, საზეიმო გარემოში აღნიშნეს.

ბავშვებმა სააღდგომო დეკორაციები შექმნეს. მათ, ასევე მასწავლებლის ხელმძღვანელობით სააღდგომო კვერცხები შეღებეს და ლამაზად მოხატეს.

მათ ამ დღის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს, აღნიშნული დღესასწაულის არსი და მნიშვნელობა გაითავისეს.

აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

როგორც პედაგოგი სოფო დანელია აღნიშნავს, პატარებმა დიდი ემოციები აჩუქეს სასკოლო საზოგადოებას.

„აღდგომამდე ვნების კვირაა და მძიმე დღეების განცდა გვაქვს ყველა ქრისტიანს. ჩემი პატარებიც ამ ემოციით დადგნენ კლასში და უფალზე ისაუბრეს.

კიდევ ერთხელ დაგვაფიქრეს რწმენის ძალაზე, უფლის ჭეშმარიტებასა და იმაზეც, რომ ღმერთი არც ისე შორსაა, აქვეა, ჩვენთან,ჩვენ გვერდით... ძალიან ჰგავდნენ უფლის მიწიერ ანგელოზებს...

„რწმენა ძალაა!“ და ეს ძალა სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის! მათ, სიმბოლურად წითელი კვერცხებით მიულოცეს ერთმანეთს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ილოცეს, მათი ლოცვა ხომ ყველაზე მართალია... ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა“, - აღნიშნავს პედაგოგი სოფო დანელია. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203