ეფრემოვკის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ინტეგრირებული ღია გაკვეთილი მიეძღვნა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში სააღდგომო თემაზე ინტეგრირებული ღია გაკვეთილი ჩატარდა. ის ქართულ, ინგლისურ და სომხური ენებზე წარიმართა.
გაკვეთილი მიზანი მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის - აღდგომის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სააღდგომო, რელიგიური რიტუალებისა და სიმბოლოების გაცნობა; აგრეთვე, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ტოლერანტობის, მიმტევებლობის, რწმენის, სინდისის თავისუფლების მნიშვნელბის გააზრება იყო.
მოსწავლეებს დაევალათ ინფორმაცია აღდგომის დღესასწაულის შესახებ მოეძიებინათ. მათ საინფორმაციო პრეზენტაცია მოამზადეს, თუ როგორ აღნიშნავენ აღდგომას საქართველოში და რა ტრადიციები არსებობს მსოფლიოს ქვეყნებში. მოსწავლეებმა ამ თემატიკაზე შექმნეს საინტერესო კედლის გაზეთი.
იხილეთ ფოტოები: