
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
მათ შორის იყო კომპლექსური დავალება, რომელიც ბავშვებმა ხალისითა და მონდომებით შეასრულეს. ბავშვებმა ნახატების მიხედვით, ამბავი შეთხზეს. მათ, ასევე მისალოცი ბარათები შექმნეს, სადაც დაიკოებსა და ძამიკოებს დაბადების დღე მიულოცეს. მოსწავლეებმა დავალებაზე მუშაობისას შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობებმა ბავშვები ძალიან გაახალისა და განწყობა აუმაღლა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: