„დედამიწა პლასტმასის გარეშე“- ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დასაცავად გაერთიანდნენ
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლაში გარმოსდაცვითი აქტივობები გაიმართა.
სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობები, სლოგანით- „დედამიწა პლასტმასის გარეშე“ გაიმართა.
ჩატარდა გაცნობითი ხასიათის პრეზენტაცია და ანიმაციის ჩვენება მოეწყო.
ეკოკლუბ „მოთენას“ ინიციატივით, ელექტრო ნარჩენების შეგროვების საქმე წახალისდა, სკოლაში დაამზადეს სპეციალური ყუთი, სადაც მხოლოდ ელექტრონარჩენი მოხვდება.
მოსწავლეებმა აგრეთვე გაამწვანეს სკოლის ეზო და მდინარე ჩერის სანაპირო დაასუფთავეს.
„ეს პროცესი უკვე ყოველწლიურ აქტივობად ჩამოყალიბდა. ჩვენი მიზანია დედამიწა იყოს ჩვენი სუფთა სახლი და არა ნაგვის დიდი ურნა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: