წაღვლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება 
08-05-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, მნიშვნელოვანი თარიღები, მოვლენები აქტიურად აღინიშნება.

გამონაკლისი დედაენის დღეც არ ყოფილა, რომელსაც სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება მიეძღვნა.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები - სიმღერები, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს. მათ ასევე ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, „დედა ენის“ ფუძემდებელი იაკობ გოგებაშვილი გაიხსენეს და მისი ღვაწლი აღნიშნეს.

ღონისძიების ხელმძღვანელები იყვნენ: ნანა კაპანაძე, ლალი კაპანაძე, ია ჯიბლაძე, არჩილ ლომიძე, ნინო ობოლაძე.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203