ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებულად, საზეიმო გარემოში აღინიშნა.
1-ელი კლასის მოსწავლეებმა, კლასში სააღდგომო თემაზე საინტერესო ნამუშევრები, ლამაზი დეკორაციები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მოსწავლეთა ნამუშევრებით კლასი მოირთო და გალამაზდა.
აქტივობებში პირველკლასელები დიდი მონდომებით ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი. მათ ამ დღის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაანალიზეს.
სასკოლო საზოგადოება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას ულოცავს.
იხილეთ ფოტოები: