ფერიის საჯარო სკოლის გუნდი STEM კონკურსის ფინალზე წარმატებით წარდგა
08-05-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში ენთუზიაზმით ერთვებიან.

მათ შორის იყო STEM ინოვატორთა ასოციაციის კონკურსი, სადაც ფერიის საჯარო სკოლის გუნდმა - AI Eyes განაცხადი თებერვალში გააგზავნა.

„მაშინ ჩვენი მობილური აპლიკაცია მხოლოდ საწყის ეტაპზე იყო განაცხადების გადარჩევის შემდეგ, მეორე ეტაპზე, ვიდეო გადავიღეთ, სადაც სათვალისა და მობილური აპლიკაცია AI Eyes-ის მუშაობის პრინციპზე, პროექტზე მუშაობის პროცესზე, საგნების ინტეგრირებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვსაუბრობდით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

საბოლოოდ კი, 30 აპრილს ისინი ფინალურ შეხვედრაზე თბილისში ჩავიდნენ, სადაც 30-მდე არაჩვეულებრივ პროექტს გაეცნენ.

მათ, ასევე შეხვედრაზე თავიანთი მოწყობილობა/აპლიკაცია წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.

„აღსანიშნავია, რომ წელს შერჩეული თითოეული პროექტი გამორჩეული, შთამბეჭდავი და ფუნქციურია, გვიხარია რომ მათ გვერდით აღმოვჩნდით“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203