
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო სახის შეხვედრებს მონდომებით ესწრებიან.
მათ შორის იყო ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ერგეს საჯარო სკოლაში ჩატარდა.
მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე შეევსოთ ბლანკი და გაწევრიანებულიყვნენ ახალგაზრდობის ცენტრში. ასევე, მათ შეავსეს კითხვარები და დააფიქსირეს მოსაზრებები სასურველ ღონისძიებათა შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი ახალგაზრდების საჭიროებათა კვლევასა და მიმდინარე წლის ღონისძიებათა შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს საჯარო სკოლებში აქტიურად ატარებს.
მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და ცოდნის სხვადასხვა მიმართულებით ამაღლებას სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.