ბენარის საჯარო სკოლასთან შერწყმული შოლავერის დაწყებით სკოლის მოსწავლეთა საინტერესო სააღდგომო აქტივობები
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლასთან შერწყმულ შოლავერის დაწყებით სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი, მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ მოსწავლეებს სხვადასხვა ტრადიციისა და დღესასწაულის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეთ. ამჯერად, სკოლაში აქტივობა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა.
მის ფარგლებში, მასწავლებლებმა - ელზა კაკოშვილმა და ნანა მჭედლიშვილმა, I-II-III-IV კლასის მოსწავლეებთან ერთად, კვერცხები სააღდგომო დეკორაციებით მოხატეს და თავიანთი ხელით დათესილ ჯეჯილში ჩააწყვეს.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა დახატეს და ნახატების გამოფენა გამართეს
იხილეთ ფოტოები: