გორას საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. ამჯერად, სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თემატური აქტივობები გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე, პედაგოგების ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით ჩაერთო.
მათ სკოლის ეზოში თემატური ნახატები დახატეს და გამოფენა გამოაწყვეს. მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, საინტერესო ნამუშვევრები მოამზადეს და ცოდნა გაიღრმავეს.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები: