ზარიძეების საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა დაზიანებული წიგნები აღადგინეს
08-05-2024
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნისა და მხატვრული ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან.
ახლახან, მე-7 კლასის მოსწავლეებმა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ისინი სკოლის ბიბლიოთეკას ეწვივნენ, ის კი დაზიანებული წიგნები დააწებეს და აღადგინეს.
შემდეგ I და II კლასის მოსწავლეებს ესტუმრნენ, გაუზიარეს საინტერესო ინფორმაცია წიგნის შექმნასთან და ამ დღესთან დაკავშირებით და საჩუქრად გადასცეს საკუთარი ხელით დამზადებული ხელნაკეთი საბავშო მხიარული წიგნები.