ნაგარევის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი წარმატებით დასრულდა
01-06-2018

ნაგარევის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტის: „უსაფრთხო ბავშვობა-უსაფრთხო გარემო“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. 

პროექტი 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისიდან  ხორციელდებოდა და მასში ჩართული იყვნენ სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები. 

პროექტის მიზანი იყო ბავშვები ჩაწვდომდნენ მეგობრობის არსს, შეძლებოდათ ბრაზისა და კონფლიქტების მართვა, ძალადობისაგან თავის დაცვა და რაც მთავარია თავად არ ჩამოყალიბებულიყვნენ მოძალადეებად.

დასკვნით ღონისძიებაზე ბავშვებმა განმარტეს, რა არის ძალადობა და რა ზიანს აყენებს ბავშვს იგი, ჩამოაყალიბეს უსაფრთხოების წესები. შეასრულეს სიმღერები მეგობრობაზე.

პროექტი დაწყებითი კლასის მასწავლებლის შორენა კვიმსაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203