აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი სააღდგომო ღონისძიება
08-05-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა.

მოსწავლეებმა, კლასში თემატური ნამუშევრები, სააღდგომო დეკორაციები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მათ, ასევე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ამ დღის მნიშვნელობა.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

სასკოლო საზოგადოებამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყველას მიულოცა და ბედნიერება უსურვა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203