„ყველაფერი რიცხვების შესახებ“  - სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო მათემატიკური აქტივობები
10-05-2024

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, პირველი და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის კვირეულის ფარგლებში, თემაზე - „ყველაფერი რიცხვების შესახებ“ სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს. 

კერძოდ, პირველკლასელებმა, მასწავლებელ დიანა სიფრაშვილის ხელმძღვანელობით, ნახატების გამოფენა მოაწყვეს და სასკოლო საზოგადოებას რიცხვები ლექსების საშუალებით გააცნეს. მეოთხეკლასელებმა, მასწავლებელ ნინო ივანიძის ხელმძღვანელობით კი,  რიცხვებზე ზღაპარი გამართეს. 

აღსანიშნავია, რომ კვირეული ორგანიზებულია მათემატიკის კათედრის ორგანიზებულია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203