სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათემატიკის კვირეულის ფარგლებში, საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ
10-05-2024

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ.

სკოლაში გამართული მათემატიკის კვირეულის ფარგლებში, არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა. მასში მე-6 კლასის მოსწავლეებიც მონდომებით ჩაერთნენ, მათ პრეზენტაციები - „ჩემთვის გამორჩეული მათემატიკოსი“ გამართეს. მოსწავლეებმა ცოდნა გამოავლინეს და საინტერესოდ ისაუბრეს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები მეთერთმეტეკლასელების მიერ პროგრამა GeoGebra-ში წარმოდგენილი ნამუშევრების პრეზენტაციას დაესწრნენ და სხვადასხვა დავალების განხორციელებაში თვითონაც აქტიურად ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203