სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი მათემატიკოსების ცხოვრების, მოღვაწეობისა და აღმოჩენების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
10-05-2024
ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. იქ პედაგოგთა მთავარი საზრუნავი მოსწავლეთა განვითარება და წარმატებული მომავალია.
ამჯერად, მათემატიკური კვირეულის ფარგლებში, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს. აღნიშნული პრეზენტაციების თემა ცნობილი მათემატიკოსების ცხოვრება, მოღვაწეობა და აღმოჩენები იყო.
მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, პრეზენტაცია მოამზადეს და საინტერესოდ ისაუბრეს. მათ ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს და მსმენელთა დიდი ყურადღება დაიმსახურეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს