სიღნაღის საჯარო სკოლაში მათემატიკის ოლიმპიადა გაიმართა
10-05-2024

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლაში მათემატიკის კვირეული გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ვიქტორინა - „ორჯერ ორი“ ჩატარდა. მასში მესამე და მეოთხე კლასების მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

ერთმანეთს ეჯიბრებოდა ორი გუნდი: „რვა მუშკეტერი“ და „აინშტაინი“. მოსწავლეებმა ცოდნა გამოავლინეს, კითხვებს უპასუხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიქტორინა ხალისიანად წარიმართა. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, მონაწილეებს კი სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203