სიღნაღის საჯარო სკოლაში მათემატიკური კვირეული წარმატებით დასრულდა 
08-05-2024

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში მათემატიკური კვირეული მიმდინარეობდა.

აღნიშნული კვირეულის ბოლო დღე კინოჩვენებასა და კვირეულის მონაწილეთა დაჯილდოებას მიეძღვნა. მოსწავლეებმა ნახეს მხატვრული ფილმი „ადამიანი, რომელმაც შეიცნო უსასრულობა“. ის მათემატიკოსის ცხოვრებას ეძღვნება. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე განსაკუთრებულად დაამახსოვრდება კვირეულის მონაწილე ყველა მოსწავლეს. მათ სკოლის დირექციამ აქტივობებში მონაწილისა და გამარჯვებულის სიგელები გადასცა.

„სკოლის მათემატიკის კათედრის მიერ ორგანიზებული კვირეული დიდხანს ემახსოვრებათ მის მონაწილეებსა და გულშემატკივრებს“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203