მარნეულის N5 საჯარო სკოლის I კლასში, მშობელთა მონაწილეობით, ერთობლივი გაკვეთილები დაიგეგმა
10-05-2024

მარნეულის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.

აღსანიშნავია, რომ I კლასში, მშობელთა მონაწილეობით ერთობლივი გაკვეთილები დაიგეგმა. როგორც გვიყვებიან, გაკვეთილებზე მშობლები წაუკითხავენ მოსწავლეებს საინტერესო მოთხრობას, რომელსაც ყველანი ერთად გაარჩევენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში კარგად აქვთ გააზრებული სასკოლო ცხოვრებაში მშობლის როლი.

„მოგეხსენებათ მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ამ აქტივობის მიზანია, მშობლებმა უკეთ გაიცნონ შვილის კლასელები, ერთმანეთი და სკოლა“, - გვიყვებიან სკოლაში.

პირველი გაკვეთილი პედაგოგ ხათუნა გიორგაძის ხელმძღვანელობით ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აღნიშნულ გაკვეთილზე მიწვეული მშობელი ლანა ხეხელაშვილი გახლდათ.

მსგავსი აქტივობები და ინიციატივები მოსწავლეთა მოტივაციისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203