„გავუფრთხილდეთ და დავიცვათ დედამიწა“ - იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოწოდება 
10-05-2024

ბუნებრივ გარემოს, რომ დაცვა და მოფრთხილება სჭირდება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან სკოლაში მათი ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება იმართება. 

22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, იდლიანის საჯარო სკოლის მე-4, მე-5, მე- 6 კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია - „გავუფრთხილდეთ და დავიცვათ დედამიწა“. 

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, აღნიშნეს, რომ ეს დღე შეგვახსენებს, თუ რატომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე. ბავშვებმა ასევე საზოგადოებას ბუნების მოფრხილებისკენ მოუწოდეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენის საერთო სახლია და მას დაცვა სჭირდება. 

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203