ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ნამუშევრები მიუძღვნეს
07-05-2024
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს. 

თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში თემატური აქტივობა გაიმართა. მოსწავლეებმა ნამუშევრები მოამზადეს, დახატეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და საინტერესოდ ისაუბრეს. 

ისინი აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათმა ნამუშევრებმა კი სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. 

„აღდგომა მთელს ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს აღვნიშნავთ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას, განახლებას. აღდგომა უმთავრესია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203