ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ ნორჩი მკითხველები საინტერესო ნაწარმოებებს აქტიურად ეცნობიან
08-05-2024

ზესტაფონის ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პედაგოგები მოსწავლეებს კითხვის სიყვარულს საინტერესო და შემეცნებითი აქტივობების მეშვეობით უღვივებენ. პედაგოგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ბავშვებს წიგნის მიმართ ინტერესი დაწყებითი კლასებიდანვე უნდა გაუჩინონ. სწორედ ამიტომ, სკოლაში ნორჩ მკითხველთა კლუბი ფუნქციონირებს.

კლუბის წევრები, მათი ხელმძღვანელის - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ სოფიკო აბესაძის ორგანიზატორობით, სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში ერთვებიან.

ბავშვები საყვარელი ავტორების წიგნებს მონდომებით ეცნობიან და შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებენ.

ამჯერადაც არ ყოფილა გამონაკლისი, მათ წაკითხული ნაწარმოებებისა და საყვარელი პერსონაჟების შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს, ცოდნა აიმაღლეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

მათ კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია წიგნებს ადამიანების ცხოვრებასა და მათ მრავალმხრივ განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლის პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მოსწავლეებს თვალსაწიერის გაფართოებაში დაეხმარნონ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203