„იდიდგულე, რომ ამფერი აჭარელი გყავდა განა“ - ბათუმის N9 სკოლის მოსწავლეებმა ზურაბ გორგილაძის დაბადების დღე მის სახლ-მუზეუმში აღნიშნეს
07-05-2024
ბათუმის N9 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება არაერთ საინტერესო აქტივობასა თუ პროექტში ერთვება. 

ამჯერად კი, მათ პოეტ ზურაბ გორგილაძის დაბადების დღე ღონისძიებით - „იდიდგულე, რომ ამფერი აჭარელი გყავდა განა“ აღნიშნეს. აქტივობა პოეტის სახლ-მუზეუმში გაიმართა.

მოსწავლეებმა მისი ლექსები წაიკითხეს, პოეტის ბიოგრაფიაზე ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. მათთვის ღონისძიება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. 

„5 მაისს გამორჩეული ქართველი პოეტის,აჭარის საამაყო შვილის - ზურაბ გორგილაძის დაბადების დღეა. ჩვენი სასიქადულო პოეტის დაბადების დღეს მიეძღვნა ღონისძიება“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203