ნორიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
07-05-2024
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების წევრები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ.
ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა, რომელიც გამოფენა-გაყიდვით დასრულდა.
მასში გეოგრაფიის მასწავლებელი ანა ყურაშვილი და Xბ კლასის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები დაამზადეს, გამოფინეს და გაყიდეს კიდეც. აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს