ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის შესაბამისი და გამორჩეული ღონისძიებებით აღინიშნება.
ამაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული დარჩენილა.
მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს და მრავალფეროვანი თემატური ნამუშევრები დაამზადეს. მათ დახატეს, კვერცხები შეღებეს და მოხატეს და საკუთარი ხელით შექმნილი სააღდგომო დეკორაციის გამოფენა გამართეს.
მათმა ნამუშევრებმა ყველას მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: