„არა ბულინგს“- ზემო ნატანების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა ძალადობის წინააღდეგ მიმართული გზავნილი და საინტერესო პრეზენტაცია
07-05-2024
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლაში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, საინტერესოდ ისაუბრეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

მათ მთავარი გზავნილი - „არა ბულინგს“ გააჟღერეს. აქტივობას კლასის ხელმძღვანელი მარინა ზოიძე უძღვებოდა, რომელიც მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. 

საინტერესო პრეზენტაციებმა სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203