„ჩემი სკოლის ეზო“ - ნინოწმინდის N4 სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
07-05-2024

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.

მათ შორის იყო VI კლასში განხორციელებული კომპლექსური დავალება, რომლის თემა „ჩემი სკოლის ეზო“ გახლდათ. კომპლექსური დავალების მიზანი იყო მრავალკუთხედების ფართობის გამოთვლა.

აღნიშნული დავალება მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს, სადაც შესაძლებლობები და ცოდნა წარმოაჩინეს. 

აქტივობამ მათ საჭირო უნარები განუვითარა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203