ნინოწმინდის N4 სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა 
07-05-2024

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, როგორც საკუთარი ისე სხვისი უფლებების დაცვასა და პატივისცემას, ტოლერანტობას ასწავლიან. 

სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა. 

სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ნახეს საინფორმაციო ანიმაცია დაუნის სინდრომზე, უპასუხეს შეკითხვებს. პედაგოგი მოსწავლეებს დაუნის სინდრომის შესახებ ესაუბრა და სინდრომის შესახებ არსებული მითები დაამსხვრია. 

მოსწავლეები ფერადი წინდების კამპანიასაც შეუერთდნენ. პატარებმა ჭრელი წინდები მოირგეს და აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203