მელაურის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი ვიქტორინა ჩატარდა
08-05-2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მონაწილეობით, სკოლაში სხვადასხვა სახის კონკურსი და აქტივობა იმართება.

მათ შორის იყო ინტელექტუალურ-შემეცნებითი ვიქტორინა-კონკურსი „რა? სად? როდის?“, რომელშიც  სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები: „ტენებრისი“, „კოლხი რაინდები“, „არესი“ და „პანდორა“ მონაწილეობდნენ.

ვიქტორინა, სკოლაში, ისტორიის მასწავლებლის - ლელა ხარებავას ხელმძღვანელობით ჩატარდა.

კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი „ტენებრისი“. ყველაზე ინტელექტუალურ მოსწავლედ კი დასახელდა გიორგი უღრელიძე. თამაშის მონაწილეები და გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ წიგნებით.

სკოლაში ღონისძიების ხელმძღვანელს - ლელა ხარებავას საინტერესო კონკურსისთვის და ყველა მონაწილე მოსწავლეს კი აქტიური თამაშისათვის მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203