სულდის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
07-05-2024

ინგლისური ენა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწავლებადი ენაა, ამიტომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლაში უცხოური ენის ხარისხიანი და სიღრმისეული სწავლების მნიშვნელობა კარგად ესმით. 

ახლახან, სკოლაში ინგლისური ენის დღე აღინიშნა. ღონისძიების მიზანი, სწორედ ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავება, საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესება იყო. 

ღონისძიება ინგლისურ ენაზე წარიმართა. მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ, მათ შორის დაამზადეს კედლის გაზეთები და ამ დღის დაარსების ისტორიაზე ისაუბრეს. 

ცნობისთვის, ინგლისური ენის საერთაშორისო დღე 23 აპრილს აღინიშნება და ასოცირდება უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღთან.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203