დიდი გონდრიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტერნეტ უსაფრთხოების წესებს საინტერესო ღონისძიებით გაეცნენ
07-05-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
მათ შორის, დიდი ყურადღება ეთმობა მედიაწიგნიერებასაც. ამჯერად, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომლის თემაც უსაფრთხო ინტერნეტი იყო.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში, პედაგოგ ანჟელიკა აივაზიანის ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ საკითხზე ამომწურავად ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
ბოლოს კი, სასკოლო საზოგადოებას ბროშურებიც დაურიგეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს