აღსანიშნავია, რომ სკოლაში პრეზენტაცია აუტიზმის შესახებ ჩატარდა. სკოლის მასწავლებელმა მაყურებელს აუტიზმის შესახებ საინტერესო ცნობები მიაწოდა. აქტივობებში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ.
22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. მესამე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, მათ უკვე იციან ბუნების დაცვის მნიშვნელობა, უფროსკლასელებმა კი ვიდეო-რგოლი ჩაწერეს.
მოგვიანებით, სასკოლო საზოგადოებამ დედაენის დღე აღნიშნა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეასხეს ხოტბა „ხმათა ხავერების და ღმერთების ენას“. მათ იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და იცეკვეს.
აღსანიშნავია, რომ სკოალში ინტელექტუალური კონკურსი - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. მასში VI-VIII და IX-XII კლასების გუნდები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა შეკითხვებს უპასუხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე:
ვიდეო