აფხაზეთის N14 სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
08-05-2024

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

1 მაისს, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო შეჯიბრი გაიმართა. 

თამაშის თემატიკა - ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებული იყო ლოგიკურ და ანალიტიკური აზროვნების უნარზე.

შეჯიბრი მიმდინარეობდა სამ ასაკობრივ ჯგუფში.

პირველი ასაკობრივი კატეგორია მოიცავდა: მე-3, მე-4, მე-5 კლასებს, სადაც გაიმარჯვა მე-5 კლასის მოსწავლეთა გუნდმა - „ლომებმა“, ასევე ძალიან კარგი მაჩვენებელი ჰქონდა მე-4 კლასის მოსწავლეთა გუნდს - „სხივებს“.

მეორე ასაკობრივი კატეგორია კი მოიცავდა: მე-6, მე- 7, მე-8 კლასებს, სადაც გაიმარჯვა მე-7 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა - „აფხაზეთმა“.

შეჯიბრის მიმდინარეობას სკოლაში ხელმძღვანელობდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ვენერა(ნანი) ესართია, ხმის დამთვლელი კომისის წევრები გახლდნენ - შორენა ბერიშვილი და ნატო ესართია.

სკოლის დირექცია დიდი მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, კლასის და ღონისძიების ორგანიზატორებს, ინტელექტუალურ თამაშის ასე საინტერესოდ ჩატარებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203