
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნებს, არამედ ტოლერანტობას, კაცთმოყვარეობას ასწავლიან.
ახლახან, საგნის „მე და საზოგადოების“ გაკვეთილზე IV კლასი მოსწავლეებმა თემაზე - „ჩვენ განსხვავებულები ვართ“, იმუშავეს.
მოსწავლეებმა გაიაზრეს ტოლერანტობის მნიშვნელობა, რომ სოციალური ტერმინი გულისხმობს შენგან განსხვავებული ადამიანის მიღებას, ერთმანეთის უფლებების პატივისცემას, ️მოთმინებას, პატიებას, სიკეთეს, მზრუნველობას და გულმოწყალებას, თანაგრძნობას, დახმარებას, მშვიდობიანად თანაცხოვრებას.
მოსწავლეებმა კედლის გაზეთიც შექმნეს, ილუსტრაციებით გააფორმეს და სინტერესო ინფორმაცია დაიტენეს.
იხილეთ ფოტოები: