ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი დადგეს
10-05-2024

ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება იმართება.

მათ შორის იყო სპექტაკლი „ერთი მანეთის შოვნა“, რომელიც მე-3 კლასის მოსწავლეებმა, სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დახმარებით დადგეს. 

ბავშვებმა სხვადასხვა პერსონაჟის როლი შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. 

ღონისძიებამ მხიარულ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეთა შესაძლებლობებით იქ მყოფი თითოეული ადამიანი აღფრთოვანებული დარჩა.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მასწავლებელსა და მოსწავლეებს ასეთი აქტიურობისთვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203