დაბა შუახევის საჯარო სკოლის პედაგოგის საინტერესო პროექტი და მასწავლებლის სახლის ტრენერისგან მიღებული უმაღლესი შეფასება 
08-05-2024
დაბა შუახევის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ახლახან, სკოლას მასწავლებელთა სახლის ტრენერი - მარიზა აბაშიძე ეწვია, რომელმაც აჭარის განათლების სამინისტროს ინიცირებული პროექტის - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ მიმდინარეობა მოინახულა. 

აღნიშნული პროექტის გამარჯვებულია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლია ქამადაძის პროექტი - „სიტყვის ძალა“. პროექტი მერვე კლასის მოსწავლეების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა, რაც სტუმარმა უმაღლესი ქულით შეაფასა.

„სტუმარი ორმხრივი სიხარულით დაგვემშვიდობა მომდევნო შეხვედრამდე... წარმატებები ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს!...
გვიმრავლდეს მსგავსი წარმატებები“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203