დაბა აბასთუმნისა და ვარხანის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის მინი ფეხბურთში მეგობრული შეხვედრა ჩატარდა
08-05-2024
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნისა და ვარხანის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

აღნიშნულ სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მის ფარგლებში კი, მინი ფეხბურთში მეგობრული შეხვედრა ჩატარდა. მასში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ. გუნდები სიგელებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ბოლოს, მეგობრობამ გაიმარჯვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203