ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სააღდგომო თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს
08-05-2024
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საზეიმოდ აღნიშნეს.
ბავშვებმა, ხელოვნების მასწავლებლის - ინდიანა დალაქიშვილის ხელმძღვანელობით, სააღდგომო თემაზე საინტერესო, მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს, შემდგომ კი მათი გამოფენა მოაწყვეს.
მათ ასევე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ნამუშევრებში - ნახატებსა და სააღდგომო დეკორაციებში მათი შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად იყო წარმოჩენილი.
სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს