სამღერეთის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
08-05-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი. 

ახლახან სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა 2024-ის“ გაზაფხულის სეზონის შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.

შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.

ერთმანეთს შეეჯიბრნენ შემდეგი გუნდები:

  • „ჭკვიანები“ მე-3 კლასი;
  • „ტორნადო“ მე-4 კლასი;
  • „ჯანსაღი თაობა“ 5 კლასი;
  • „ნიკე“ მე-6 კლასი;
  • „ნიუტონი“ მე-7, მე-8 კლასები.
გამოვლინდნენ თამაშის გამარჯვებულები:

  • პირველი ადგილი: გუნდი „ჯანსაღი თაობა“( მე-5 კლასი);
  • პირველი ადგილი: გუნდი „ნიკე“ (მე-6 კლასი).

სკოლაში თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდიან და მომავალში წარმატებას უსურვებენ. 

„დიდ მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს! გამარჯვებულ გუნდებს კი წარმატებებს ვუსურვებთ შემდეგ ტურში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203