წინწყაროს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
08-05-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ. არაფორმალური განათლების პროექტებში მათ ჩართულობას კი პედაგოგები ახალისებენ. 

29 აპრილს, წინწყაროს საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. 

კონკურსში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა დასმულ ამოცანებს წარმატებით გაართვეს თავი. გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები.

გამარჯვებული მოსწავლეები ​დიპლომითა და სიგელით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ  ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...