რუსთავის N17 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის N17 საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ.
ამჯერად, სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ. ისინი კონკურსში -„მუზეუმი რუსთავის ისტორიის კვალდაკვალ“ მონაწილეობდნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და მესამე ტურში გადავიდნენ.
მესამე ტურში გადასული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია კი რუსთავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა. ამ წარმატებას მეოთხეკლასელებსა და მათ პედაგოგებს - ხათუნა სვანსა და თამრიკო ჭედიას სასკოლო საზოგადოება ულოცავს.