ლიხეთის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ნია ყავლაშვილი ნახატების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია
08-05-2024
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის ნიჭიერი, მოტივირებული მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებაში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლის მორიგი წარმატებით ხარობენ. სკოლის სახელით, ნახატების კონკურსში - „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ გამარჯვებულთა რიგები VIII კლასის მოსწავლე ნია ყავლაშვილმა დაიკავა.

შედეგად როგორც მას, ისე მის პედაგოგს - ელენა რეხვიაშვილს მრავალფეროვანი საჩუქრები გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ ნია ყავლაშვილი შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩევა და საინტერესო ნამუშევრებს ქმნის. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203